logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ხანდაზმული თაღლითები ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთს დაუწესებენ სანქციებს და გაწყვეტენ ყველანაირ სავაჭრო/ეკონომიკურ ურთიერთობას
- +

16 თებერვალი. 2024. 12:45

 

 

„როდესაც საზოგადოება არჩევს "ლელოს" ტყუილს 1000 - ლარიან პენსიაზე, ვფიქრობ აქ მთავარი აქცენტი გასაკეთებელია ყველაზე დიდ პარადოქსზე. ერთი მხრივ ხანდაზმული თაღლითები ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთს დაუწესებენ სანქციებს. ამ "დაპირების" ფონზე გამოიყურება 1000 - ლარიანი პენსიის დარიგება ყველაზე აბსურდულად“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, რუსეთისთვის სანქციების დაწესებით საქართველოს ეკონომიკა შემცირდება 10%-ით, რაც კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს საქართველოს მდგომარეობას. ამ შემთხვევაში არათუ პენსიების ზრდა, არსებულის გადახდაც კი შეუძლებელი გახდება.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორად გააანალიზოს ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივები და არ წამოეგოს პოპულისტურ იდეებს.

 

„როდესაც საზოგადოება არჩევს "ლელოს" ტყუილს 1000 - ლარიან პენსიაზე, ვფიქრობ აქ მთავარი აქცენტი გასაკეთებელია ყველაზე დიდ პარადოქსზე. ერთი მხრივ ხანდაზმული თაღლითები ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთს დაუწესებენ სანქციებს და გაწყვეტენ ყველანაირ სავაჭრო/ეკონომიკურ ურთიერთობას. სწორედ ამ "დაპირების" ფონზე გამოიყურება 1000 - ლარიანი პენსიის დარიგება ყველაზე აბსურდულად. რუსეთისთვის სანქციების დაწესებით რუსეთს იოტისოდენა ზიანს ვერ მივაყენებთ, სამაგიეროდ საქართველოს ეკონომიკა შემცირდება 10%-ით, რაც კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს საქართველოს მდგომარეობას. ამ შემთხვევაში არათუ პენსიების ზრდა, არსებულის გადახდაც კი შეუძლებელი გახდება. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორად გააანალიზოს ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივები და არ წამოეგოს პოპულისტურ იდეებს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner