აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ძოუდოში ორი ქართველი – თემურ ნოზაძე (60კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებენ.
ნოზაძის მეტოქე ყაზახი ძიუდოისტი სიუკანოვი იქნება, ლიპარტელიანი კი თურქმენეთის წარმომადგენელს დაუპირისპირდება. შეჯიბრებაზე დღეს კიდევ ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოდიოდა და ოთხივე დამარცხდა – ამირან დარბაისელი ( 60კგ), თორნიკე მაზიაშვილი, გიგი ოთიაშვილი (ორივე 66კგ) და ნინო ლოლაძე (57კგ).
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ნაკრებმა ბაქოში 17 ძიუდოისტით იასპარეზა. ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.