„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „facebook"-გვერდზე წერს, რომ დღევანდელი ჩანაწერით დადასტურდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" პაატა ბურჭულაძეზე კომპრომატი აქვს.
„არაერთხელ განმიცხადებია, ნაცებს კომპრომატი აქვთ ბურჭულაძეზე-მეთქი და ყოველივე დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერითაც დადასტურდა. მიშას ყურებით ჰყავს დაჭერილი პაატა ბურჭულაძე და თავისი ხელქვეითების გვარამიას და სხვათა მეშვეობით ყველაფერს აკეთებინებს, რაც სურთ.
მე ძალიან მეცოდება მსოფლიოს ბანი და მიშას უ...ს დამ-ბანი", - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.