logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი „ლელოს“ დაპირებაზე: რუსეთს სანქციები დაუწესო - უდრის მინიმუმ 10%-იან ეკონომიკის ვარდნას ქვეყანაში და ეს როგორ უდრის 1000 ლარამდე პენსიების გაზრდას?!
- +

16 თებერვალი. 2024. 14:43

 

 

„ლელოს“ იმის უნარიც არ აღმოაჩნდა, რომ რამდენიმე დღე მაინც გასტანოს იმ ტყუილმა დაპირებებმა, რასაც აცხადებენ. მეორე წუთიდანვე იშიფრებიან და ქართველი ხალხი ხვდება, რომ ეს არის მათი ეგრეთ წოდებული წინასაარჩევნო ტრიუკები“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მაჭარაშვილის თქმით, „ლელოს“ თავისი ფორმულა აქვს და რა მათემატიკური გათვლაც არ უნდა განახორციელონ ჯამში ციფრი მათთვის სასურველი იქნება.

 

„რუსეთს სანქციები უნდა დაუწესონ, რაც უდრის მინიმუმ 10%-იან ეკონომიკის ვარდნას ქვეყანაში, ეს როგორ უდრის 1000 ლარამდე პენსიების გაზრდას?! ათასი ლარი იქით იყოს, „ლელოს“ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი რომ გადაიდგას, არსებულ პენსიებსაც ვერ გაისტუმრებს მთავრობა. როგორც ჩანს, „ლელოს“, ამ ბანკირების ძირითადად შემადგენლობას თავისი ფორმულა აქვს, რა მათემატიკური გათვლაც არ უნდა განახორციელონ, ჯამში ციფრი იქნება მათთვის სასურველი“,  – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner