logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგმა დაადგინა, რომ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა
- +

16 თებერვალი. 2024. 14:52

 

 

„სალომე ზურაბიშვილი ყველაფერზე წამსვლელია”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სტრასბურგმა დაადგინა, რომ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და ზურაბიშვილმა სტრასბურგის სასამართლო და საზოგადოების პოზიცია თუ უნდა გათელოს, ამას მძიმე რეაქცია მოჰყვება.

 

„ის ქვეყნის ინტერესებს არ იცავს და თავისი ქვეყნის ინტერესების მატარებელი პრეზიდენტი არ არის. აქედან გამომდინარე, ის ყველაფერზე შეიძლება წავიდეს. თუმცა მას საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციის ფეხქვეშ გათელვა მოუწევს, ნების, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. სტრასბურგის სასამართლო და საზოგადოების პოზიცია თუ უნდა გათელოს, ამას საზოგადოების მხრიდან ექნება შესაბამისი მძიმე რეაქცია ექნება“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

 

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომელსაც პირველ მარტს სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner