logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: უმძიმესი რეციდივია, ტელევიზიის დირექტორი რომ პარტიის ლიდერს აშანტაჟებს
- +

14 სექტემბერი. 2016. 14:53



პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე „youtube"-ზე გავრცელებულ პაატა ბურჭულაძესა და ნიკა გვარამიას შორის სატელეფონო საუბრის ფარულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება.


მისი თქმით, ბურჭულაძე აშკარად დაქვემდებარებული პოზიციიდან საუბრობს.

 


არ ვიცი, ვინ ჩაიწერა და გაავრცელა გვარამია-ბურჭულაძის საუბარი, ამერიკა-საქართველოს შორის ეს ბევრ ვინმეს შეეძლო ექნა, მაგრამ ტელევიზიის დირექტორი რომ პარტიის ლიდერს აშანტაჟებს და დირექტივებს აძლევს, ეს რომ უმძიმესი რეციდივია, ამას პოლიტიკოსობაზე, ექსპერტობაზე, ჟურნალისტობაზე ან, თუნდაც, უბრალოდ აზროვნებაზე პრეტენზიის მქონე ნებისმიერი სუბიექტი უნდა ხვდებოდეს.

თანაც, ბურჭულაძე აშკარად დაქვემდებარებული პოზიციიდან საუბრობს, რასაც ალბათ, თავისი მიზეზი აქვს", - წერს მაღლაფერიძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner