„გვარამიას უნდა, რომ ფენიქსისებრ ამოვიდეს ჭაობიდან და ადამიანებს აჩვენოს თავი, თითქოს ახალი ქართველია. კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ“, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიას ინტერვიუს, სადაც გვარამია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისტემური პრობლემები იყო.
როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, პარლამენტის დაჩაგვრამ, სასამართლოს ფეხქვეშ გაგდებამ, მედიაზე წარმოუდგენელმა შტურმმა, სასამართლოს არარსებობამ და ა.შ. წარმოშვა გვარამია, როგორც მოვლენა და მისგან შექმნა მონსტრი, მათ შორის ადეიშვილის ხელის ბიჭი.
„გვარამიას უნდა, რომ იმ კატასტროფულ წარსულს, საშინელ მოგონებებს დაუსხლტეს, დაივიწყოს, ჩატოვოს წარსულში, სადღაც სააკაშვილთან მიაგდოს ფეხებთან, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არ შეუძლია ბოლომდე გააკეთოს. ის, რაც მან თქვა, რომ ჩაკეტილი იყო პოლიტიკური წრე, გაუქმებული იყო პარლამენტი, აღარ არსებობდა მედია, არ არსებობდა სასამართლო, სწორედ ამან დაბადა გირგვლიანი, ციხეებში პატიმრების უმაგალითო წამება, ამ ყველაფერმა ამოტყორცნა მათ შორის უსახელო გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთ ლიდერად და სხვები. ამ უბედურებამ - პარლამენტის დაჩაგვრამ, სასამართლოს ფეხქვეშ გაგდებამ, მედიაზე წარმოუდგენელმა შტურმმა, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ დაპყრობამ, იქ ადამიანების მოროდიორობამ წარმოშვა გვარამია, როგორც მოვლენა და შექმნა მონსტრი მისგან, მათ შორის ხელის ბიჭი ადეიშვილის. თან გაურბის წარსულს, მაგრამ ეს წარსული მას ფეხებზე აქვს ხუნდებივით მოდებული და იმ უბედურებაში, ჯოჯოხეთში ითრევს. უნდა, რომ ფენიქსისებრ ამოვიდეს ჭაობიდან და ადამიანებს აჩვენოს თავი, თითქოს ახალი ქართველია. კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.