„ლელოზე" შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიან ციფრებში დაკარგულები. ოპოზიციამ თვითონ ამხილა ამ სიცრუეში და სიგიჟეში, რასაც ჰყვებიან“, - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა "ლელოს" დაპირებას რუსეთისთვის სანქციების დაწესების და პენსიების 1000 ლარამდე ზრდის შესახებ.
მისი თქმით, ამ დაპირებით "ლელო" საზოგადოებას ატყუებს, ვინაიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, საქართველოს ეკონომიკა შემცირდება, რაც პენსიების ზრდას გამორიცხავს.
„ეს თავის დროზე დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ, 1000 ლარიანი და 1500 ლარიანი პენსიები. "ლელოს" პროპაგანდა არის, რომ რუსეთის ეკონომიკას სანქციები უნდა დავუწესოთო და ვის უწესებ სანქციებს? - შენს ქვეყანას და თუ შენს ქვეყანას უწესებ, ეს არის, რომ მინუს 10 პროცენტი გაქვს ეკონომიკის ზრდა. მით უმეტეს, შემდეგ პენსიებს როგორ გაზრდი? თუ დაპირება გასცეთ და მეტი არაფერი და ატყუებთ საზოგადოებას? "ლელო", გამოფხიზლდი! " - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.