„გარდა იმისა, რომ სანქციების შემომღები ქვეყნები თავადვე აგრძელებენ რუსეთში ბიზნესის წარმოებას და საკუთარ ბაზარს საფრთხეს არ უქმნიან, დაიდო კვლევა, რომლითაც დადასტურდა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთისათვის სანქციების დაწესებით, რუსეთი იმდენად არ დაზარალდებოდა, რამდენადაც საქართველო და მივიღებდით ეკონომიკის 10-პროცენტიან ვარდნას“, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ლელოს“ განცხადებებს, პენსიის 1000 ლარამდე გაზრდისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „ლელო“ საკუთარ ამომრჩეველთან ტყუილით დაწყებულ ურთიერთობას ტყუილითვე აგრძელებს, რადგან ნებისმიერი დაპირება პენსიების და სხვა გასაცემელების ზრდის შესახებ, სანქციების დაწესებასთან ერთად, შეუსრულებელია.
„გარდა იმისა, რომ სანქციების შემომღები ქვეყნები თავადვე აგრძელებენ რუსეთში ბიზნესის წარმოებას და საკუთარ ბაზარს საფრთხეს არ უქმნიან, დაიდო კვლევა, რომლითაც დადასტურდა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთისათვის სანქციების დაწესებით, რუსეთი იმდენად არ დაზარალდებოდა, რამდენადაც საქართველო და მივიღებდით ეკონომიკის 10-პროცენტიან ვარდნას. შესაბამისად „ლელოს“ დაპირებები, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და პარალელურად, პენსიების 1000 ლარამდე გაზრდას გულისხმობს, ჩანასახშივე დიდი ტყუილია. ნებისმიერი დაპირება პენსიების და სხვა გასაცემელების ზრდის შესახებ, სანქციების დაწესებასთან ერთად, შეუსრულებელია. „ლელო“ საკუთარ ამომრჩეველთან ტყუილით დაწყებულ ურთიერთობას ტყუილითვე აგრძელებს. მათ ხელში გაუმართავი „მუსტანგის“ არ იყოს, მათ ყველა დაპირებას სიცრუის ცეცხლი ედება“, - წერს მეგრელიშვილი „ფეისბუქზე“.