logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: გვარამია იყო, არის და იქნება იმ რეჟიმის არქიტექტორი, რომელიც კანონმდებლობას არგებდა სადამსჯელო სისტემას და პირადად გასცემდა დირექტივებს, რა მეთოდით ემოქმედათ ზონდერ პროკურორებს, მოსამართლეებსა და საჯარო მოხელეებს!
- +

16 თებერვალი. 2024. 17:02

 

 

„გვარამია იყო, არის და იქნება იმ რეჟიმის არქიტექტორი, რომელიც ცალკე კანონმდებლობას არგებდა სადამსჯელო სისტემას და ცალკე, პირადად გასცემდა დირექტივებს რა მეთოდით ემოქმედათ ზონდერ პროკურორებს, მოსამართლეებსა და საჯარო მოხელეებს!“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 

ქადაგიძის თქმით, გვარამია იყო, არის და იქნება „ნაცმოძრაობის“ მოძალადე სისტემის არქიტექტორი.

 

„გვარამია იყო, არის და იქნება იმ რეჟიმის არქიტექტორი, რომელიც ცალკე კანონმდებლობას არგებდა სადამსჯელო სისტემას და ცალკე, პირადად გასცემდა დირექტივებს რა მეთოდით ემოქმედათ ზონდერ პროკურორებს, მოსამართლეებსა და საჯარო მოხელეებს! გვარამია იყო პარლამენტის დეპუტატი, გენპროკურორის მოადგილე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ბოლოს განათლების მინისტრი; შესაბამისად, ჯერ ემსახურა რეჟიმზე მორგებულ კაბალურ კანონშემოქმედებას. შემდეგ იყო პოლიტიკური პროკურორი, რომლის კისერზეა 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა, იუსტიციაში, ადეიშვილთან და ახალაიასთან ერთად შექმნა ციხის სადამსჯელო რეჟიმი, რასაც ასობით პატიმარი შეეწირა და ათასობით მსჯავრდადებული გახდა უნარშეზღუდული, ხოლო ბოლოს - განათლების სისტემა მთლიანად, ახალი თაობის გონების სტერილიზაციასა და ახალგაზრდების გენ-მოდიფიცირებას მოახმარა! ასე რომ - „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა რეცხო ქვიშითაო“… გვარამია იყო, არის და იქნება „ნაცმოძრაობის“ მოძალადე სისტემის არქიტექტორი!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე „ფეისბუქზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner