logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: ხელისუფლება მაქსიმალურად მონდომებულია, რათა გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა
- +

16 თებერვალი. 2024. 17:28

 

 

„ხელისუფლება არის მაქსიმალურად მონდომებული, რათა გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა, რომელიც არის რაციონალური და ამ დასკვნებამდე ჩვენ გვინდა მივიდეთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ევროკომისიის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

„ჩვენ ვმსჯელობთ ვენეციის კომისიის მხრიდან არსებულ შენიშვნებზე. პუნქტობრივად გავდივართ ყოველ შენიშვნას და ამ შენიშვნებთან დაკავშირებით ვისმენთ მოსაზრებებს, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ შეთანხმებას ვახერხებთ.

 

გაუგებარია ის, როდესაც კამერების წინაშე დადგებიან ოპოზიციის წარმომადგენლები და ცოტა განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ, რომ თითქოს, იქ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით.

 

ხელისუფლება არის მაქსიმალურად მონდომებული, რათა გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა, რომელიც არის რაციონალური და ამ დასკვნებამდე ჩვენ გვინდა მივიდეთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად.

 

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ ეს შეხვედრები ეფექტიანი იქნება“, - აღნიშნა კახიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner