„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ 9 პუნქტის სამუშაო შეხვედრების მიმართ „ლელოს“ ბოიკოტი არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიმართ ბოიკოტი, ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციისთვის საბოტაჟის მცდელობა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„როდესაც ყველა საპარლამენტო სუბიექტი და არასამთავრობო სექტორი ერთ სივრცეში იკრიბება და „ლელო“ სხვაგან გარბის და ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებენ, ეს არის საბოტაჟის მცდელობა საქართველოს ევროპასთან დაახლოების და მათ ამ ქმედებას საზოგადოების მხრიდან თავისი შეფასება მოჰყვება.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ე.წ. ოპოზიციური პარტიული ჯგუფები, რომლებსაც რეიტინგი არ გააჩნიათ, მათ ამავდროულად მიზნებიც არ გააჩნიათ. მათ აქვთ „როლები“, რომელსაც დამკვეთი „რეჟისორი“ უწესებთ და ამ როლის შესრულებას როგორ შეძლებენ, მხოლოდ იმაზე არიან ორიენტირებულნი.
ასეთი პარტიაა „ლელო“, ეს არ არის პარტია, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის აინტერესებს და მით უმეტეს არჩევნებში წარმატების რაიმე იმედი აქვს. ელემენტარული ინტელექტისა და ცოდნის პრობლემაა „ლელოში“ და მათი განცხადებები რომ ვინმემ სერიოზულად მიიღოს და აღიქვას, არ იქნება ადეკვატური რეაქცია“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.