logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: რა ნავალნი, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?! მისი წარსული განცხადებები წაიკითხეთ, რას წერდა და ფიქრობდა ქართველებზე და მერე გააგმირეთ, რა!
- +

16 თებერვალი. 2024. 18:31

 

 

„გოუ გოუ ჟენიას“ შემქმნელებისაგან, ახალი თემის გამოცხობას იწყებენ ჩვენი უსამშობლო ნაძირალები“, - ასე ეხმაურება რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

 

მისი თქმით, ჯერ ალექსეი ნავალნის განცხადებებია წასაკითხი, თუ რას წერდა ქართველებზე და შემდეგ შეფასებები გასაკეთებელი.

 

„დაელოდეთ, მალე იქნება მოსკოვიდან უკუკავშირი, რასაც ჩვენი უსამშობლო ნაძირალები ელოდებიან  კიდეც!

 

ყველამ თავის მკვდარს მიხედოს, რა!

 

„გოუ გოუ ჟენიას“ შემქმნელებისაგან, ახალი თემის გამოცხობას იწყებენ ჩვენი უსამშობლო ნაძირალები…

 

რა ნავალნი,  თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?!

 

მისი წარსული განცხადებები წაიკითხეთ, რას წერდა და ფიქრობდა ქართველებზე და მერე გააგმირეთ, რა!

 

ახლა ატეხენ ასეთ იდიოტურ განცხადებებს და აბა, თუ მიხვდებით, ვინ გამოეხმაურება მომენტალურად ჩვენ უსამშობლოებს?!

 

დიახ, მათი საყვარელი „სპარინგ-პარტნიორი“ - კრემლი!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner