„ლელომ თქვა, რომ მას ექნება 9%-იანი ზრდა, გახარიამ თქვა, რომ 25 მდიდარი ოჯახია და მათ ემსახურება სახელმწიფოო - ამით შეაცურეს თავიანთი საარჩევნო ციფრები ამომრჩევლებს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რაც შეეხება მათ პუნქტებში დაკარგულ და ერთმანეთში შეპირისპირებულ არგუმენტებს - თან ამბობენ, რომ რუსეთთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტოთ და სანქციები უნდა დავუწესოთ, ეს რას გამოიწვევს, ალბათ ყველასთვის ნათელია და თან ამბობენ, რომ პენსია უნდა გავზარდოთ 1000 ლარამდეაო, თავიდან თქვეს, მოსვლისთანავეო, მერე გადააკეთეს და 2029 წლისთვის დაგვიანონსეს. თუკი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გაწყდება, ამით რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ, თუმცა საქართველოს ეკონომიკას, სამწუხაროდ, კარგი დღე არ დაადგება. ჩამოშლილი ეკონომიკის პირობები, არათუ 1000-ლარიან პენსიას, არსებულ პენსიას ვერ დაარიგებენ“, -აღნიშნა მდინარაძემ.