logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: რა თქმა უნდა, ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის მორიგი მსხვერპლია, ეს გვახსენებს 2012 წლამდე ჩვენთან ციხეში დაღუპულ ასობით პატიმარს
- +

16 თებერვალი. 2024. 18:46

 

 

რა თქმა უნდა, ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის მორიგი მსხვერპლია. ის საფუძვლიანი ეჭვები, რაც ვრცელდება მისი გარდაცვალების მიზეზებზე, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს გვახსენებს 2012 წლამდე დაღუპულ ჩვენთან ციხეში დაღუპულ ასობით პატიმარს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ჰყავდა იგივე ხელისუფლება, დღეს რომ ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების პირობებში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, თუ რა გარემოებებში დაიღუპა კონკრეტული პატიმარი, ეს რომ გვახსენებს 11-12 წლის წინანდელ რეჟიმს, ეს უფრო დიდი უბედურებაა, ჩვენი ქვეყნის კონტექსტში თუ შევხედავთ ამ ყველაფერს. ასობით პატიმარი გვეღუპებოდა „გაურკვეველ ვითარებაში“ და ამ რეჟიმს ემსახურებიან დღეს ტელევიზიები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, ზოგიერთი „ენჯეოები“. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის კონტექსტში ისმება შეკითხვები, თუმცა არანაირი კითხვები არ აქვთ ამ ადამიანებს საქართველოს კონტექსტში. ეს არის ჩვენი ქვეყნის პარადოქსი. როდესაც ეს სისხლის სამართლის დამნაშავე, კრიმინალი სააკაშვილი სასჯელს იხდის ოროთახიან „ლუქსში“ და შეგიძლიათ ნახოთ, როგორ საკანში იჯდა ნავალნი. როგორი ვიზუალური განსხვავებაც არის მათ შორის, იგივე განსხავავებაა პატიმრობის პირობებიდან დაწყებული, პირობებით გაგრძელებული ყველაფერში. უფრო ამორალურდა და სპეკულაცია, რომ ნავალნი და სააკაშვილი შეადარო ერთმანეთს, ალბათ წარმოუდგენელია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner