„ლელოს“ მზარდი რეიტინგი არ გაიშვას არსად! თავად ქმნის ამ „პოზიტიურ დღის წესრიგს“. იმდენ სისულელეს საუბრობენ, რომ ამ სისულელეებზე რეაგირება ჩვენ გვიწევს”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან კომენტარი გააკეთა მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომ „ქართული ოცნება“ „ლელოს“ რეიტინგის გამო ერჩის.
„ლელოს“ მზარდი რეიტინგი არ გაიშვას არსად! თავად ქმნის ამ „პოზიტიურ დღის წესრიგს“. იმდენ სისულელეს საუბრობენ, რომ ამ სისულელეებზე რეაგირება ჩვენ გვიწევს. მაგალითად, თან რომ იტყვი, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და საერთოდ გავწყვიტოთ ურთიერთობები, სავაჭრო ურთიერთობებზეა ამ შემთხვევაში საუბარი და თან პენსია გახდება 1000 ლარი, თან მეორე დღეს რომ იტყვის მისი პარტნიორი, ლიდერი, რომ მოსვლის თანვე კი არა - 4-5 წელიწადში. რომელიმე ჟურნალისტი რომ ჰკითხავს, თუ რას ნიშნავს 4-5 წელიწადში, იტყვის, არა - 28-მდე. ამას რომ ყოველ დღე აკეთებენ, გვთავაზობს, რომ გავჩუმდეთ და არ შევიმჩნიოთ?! ანუ, გასაგებია, რომ დაბალრეიტინგული ოპოზიციაა, მაგრამ ასეთ ე.წ. მარგალიტებს რომ შემოგვთავაზებს, „სატოპკეებს“ აწევს-ხოლმე, შეუძლებელია ამის რეაგირების გარეშე დატოვება, თუ ეს უხარია, უკაცრავად და საკუთარი თავის გაბანძება, არასდროს მოვაკლებთ ამ ყურადღებას“, - განაცხადა მდინარაძემ.