logo_geo
eng_logo
უკრაინამ და გერმანიამ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში შეთანხმებას
- +

16 თებერვალი. 2024. 19:57

გერმანიაში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ.

 

 

დოკუმენტი ერთობლივი დეკლარაციის ნაწილია, რომელიც მიიღეს უკრაინამ და დიდი შვიდეულის წევრებმა მიიღეს ვილნიუსში 2023 წლის 12 ივლისს.

 

 

"გერმანია ურყევად უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას იმ საზღვრებში, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია 1991 წლიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ორმხრივი შეთანხმება მოქმედებს ათი წლის განმავლობაში მისი ხელმოწერის დღიდან და მკაფიოდ ასახავს უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებების კონკრეტულ კომპონენტებს. კერძოდ, დოკუმენტი განსაზღვრავს უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს - სამხედრო, პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner