logo_geo
eng_logo
უეფა-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
- +

14 სექტემბერი. 2016. 15:05



ევროპის ფეხბურთის ასოციაციას ახალი, რიგით მეშვიდე ხელმძღვანელი ჰყავს.

ათენში გამართულ კონგრესზე, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებში სლოვენიელი ალექსანდერ ჩეფერინის კანდიდატურას 42 ფედერაციამ დაუჭირა მხარი.


ჩეფერინიის კონკურენტმა ჰოლანდიელმა მიხაილ ვან პრააგმა კი მხოლოდ 13 ხმა მიიღო.


აღსანიშნავია, რომ სწორედ ჩეფერინის კანდიდატურას უჭერდა მხარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც, რომელმაც თავისი არჩევანის შესახებ ღიად განაცხადა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner