logo_geo
eng_logo
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს
- +

16 თებერვალი. 2024. 20:30

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

 

 

"ევროპული მულტილატერალიზმისა და საერთო სამართლებრივი წესრიგის [მიმართ] საფრთხეები ტვირთად აწვება ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ერთიანი ვიყოთ ჩვენი საერთო ღირებულებების ირგვლივ იმ გამოწვევების წინაშე, რომელთა წინაშეც ვდგავართ", - ნათქვამია წერილში.

 

 

"დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დაგროვილი თქვენი ფართო გამოცდილება - იქნება ეს თქვენი ეროვნული დელეგაციის თავმჯდომარეობა, საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტობა თუ კომიტეტის წევრობა - გადამწყვეტი ფაქტორი იქნება თქვენს წინაშე არსებული მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად", - აღნიშნულია წერილში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner