logo_geo
eng_logo
მაკრონი: პალესტინის სახელმწიფოს აღიარება საფრანგეთისთვის ტაბუ არ არის
- +

16 თებერვალი. 2024. 21:16

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება საფრანგეთისთვის ტაბუ არ არის.

 

 

"პალესტინის სახელმწიფოს აღიარება საფრანგეთისთვის ტაბუ არ არის", - განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო ასეთი სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარების გეგმა.

 

 

გაზეთ The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ აშშ და არაბული სახელმწიფოები ემზადებიან გეგმის წარსადგენად, რომელიც მოიცავს პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მყარ ვადებს, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ ახლა პალესტინელებისთვის საჩუქრების დრო არ არის.

 

 

"აქ, ისრაელში, ჩვენ ჯერ კიდევ განვიცდით 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტას. ახლა არ არის იმის დრო, რომ ვისაუბროთ პალესტინელი ხალხისთვის საჩუქრებზე, იმ დროს, როდესაც თავად პალესტინის ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ დაუგმია 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა. ახლა გამარჯვების დროა, „ჰამასზე“ ტოტალური გამარჯვების დროა", - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის სპიკერმა, ავი ჰიმანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner