საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება.
„დღევანდელ რუსეთში თავისუფალ სულებს აგზავნიან გულაგში და სჯიან სიკვდილით. გაბრაზებული და აღშფოთებული ვარ. პატივს მივაგებ ალექსეი ნავალნის ხსოვნას, მის თავდადებასა და გამბედაობას. ჩემი ფიქრები მის ოჯახთან, ახლობლებთან და რუს ხალხთანაა“, - წერს მაკრონი.