logo_geo
eng_logo
პესკოვი: ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები მიუღებელია
- +

16 თებერვალი. 2024. 21:18

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებს მიუღებლად მიიჩნევს.

 

 

"გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ არის. და არის ასეთი განცხადებები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია. ასე ვეკიდებით ამ განცხადებებს", - აღნიშნა პესკოვმა.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი რუსეთია.

 

 

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner