logo_geo
eng_logo
მერკელი: ალექსეი ნავალნი რუსეთის რეპრესიული სახელმწიფო ძალაუფლების მსხვერპლი გახდა
- +

16 თებერვალი. 2024. 21:33

გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი ალექსეი ნავალნის სიკვდილში რუსეთის სახელმწიფოს ადანაშაულებს.

 

 

"ალექსეი ნავალნი რუსეთის რეპრესიული სახელმწიფო ძალაუფლების მსხვერპლი გახდა. საშინელებაა, რომ საშინელი მეთოდების გამოყენებით გააჩუმეს მამაცი, უშიშარი ხმა, რომელიც იცავდა თავის ქვეყანას", - აღნიშნა მერკელმა.

 

 

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner