logo_geo
eng_logo
ჯასტინ ტრუდო: ალექსეი ნავალნის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ გაახსენა მთელ მსოფლიოს, თუ როგორი მონსტრია ვლადიმირ პუტინი
- +

16 თებერვალი. 2024. 22:16

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ გაახსენა მთელ მსოფლიოს, თუ როგორი მონსტრია ვლადიმირ პუტინი.

 

 

ნავალნი იყო დემოკრატიისა და თავისუფლებებისთვის ძლიერი მებრძოლი. ეს არის ტრაგედია, რომელმაც კიდევ ერთხელ გაახსენა მთელ მსოფლიოს, თუ როგორი მონსტრია ვლადიმირ პუტინი. ყველასათვის ნათელია, რომ ნავალნი გარდაიცვალა იმის გამო, რომ წინ აღუდგა პუტინს, კრემლს, იცავდა დემოკრატიას, თავისუფლებას და რუსი ხალხის უფლებას, აირჩიონ საკუთარი მომავალი - ყველაფერ იმას, რისიც პუტინს ძალიან ეშინია“, - აღნიშნა კანადის პრემიერმა.

 

 

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner