logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე
- +

16 თებერვალი. 2024. 22:19

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პასუხისმგებელი ალექსეი ნავალნის სიკვდილზე.

 

 

"პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე. პუტინის სამიზნე მხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეები არ არიან, როგორც ეს ვიხილეთ უკრაინაში. ის ასევე საშინელ დანაშაულებს ახორციელებს საკუთარი ხალხის მიმართ", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 

"ნავალნი გაბედულად დაუპირისპირდა კორუფციას, ძალადობას და ყველა იმ ცუდ საქმეს, რასაც პუტინის მთავრობა აკეთებდა. საპასუხოდ, პუტინმა ის მოწამლა, დააპატიმრა", - განაცხადა ბაიდენმა.

 

 

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner