logo_geo
eng_logo
ალექსეი ნავალნის მეუღლე: მინდა, პუტინმა და მისმა გარემოცვამ იცოდნენ, რომ ისინი პასუხს აგებენ იმაზე, რაც დამართეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს მეუღლეს. ეს დღე ძალიან მალე დადგება
- +

16 თებერვალი. 2024. 22:20

მე მინდა, რომ პუტინმა და მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა და მთავრობის წევრებმა იცოდნენ: ისინი პასუხს აგებენ იმაზე, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს მეუღლეს. ეს დღე ძალიან მალე დადგება, - ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

მე მინდა, რომ პუტინმა და მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა და მთავრობის წევრებმა იცოდნენ: ისინი პასუხს აგებენ იმაზე, რაც დამართეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს მეუღლეს. ეს დღე ძალიან მალე დადგება. მოვუწოდებ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას, ამ დარბაზში მყოფ ყველა პირს, გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ეს ბოროტება, ეს საშინელი რეჟიმი, რომელიც ახლა რუსეთშია. ამ რეჟიმმა და პირადად პუტინმა უნდა აგონ პასუხისმგებლობა ყველა იმ საშინელებაზე, რაც დამართეს ბოლო წლებში რუსეთს“, - განაცხადა იულია ნავალნაიამ.

 

 

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner