აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ აშშ-ს უკრაინისათვის რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის საჭირო დაფინანსების გამოყოფისკენ უნდა უბიძგოს.
"აშშ-მა უნდა უზრუნველყოს დაფინანსება, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა. შემდგომი დაფინანსების არგამოყოფა არასდროს იქნება დავიწყებული", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.