logo_geo
eng_logo
ბაიდენი ამბობს, რომ ნავალნის სიკვდილი ხაზს უსვამს უკრაინისათვის მეტი დაფინანსების გამოყოფის საჭიროებას
- +

16 თებერვალი. 2024. 23:00

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ აშშ-ს უკრაინისათვის რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის საჭირო დაფინანსების გამოყოფისკენ უნდა უბიძგოს.

 

 

"აშშ-მა უნდა უზრუნველყოს დაფინანსება, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა. შემდგომი დაფინანსების არგამოყოფა არასდროს იქნება დავიწყებული", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner