logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივი განცხადება: ალექსეი ნავალნი ნელ-ნელა მოკლეს პუტინმა და მისმა რეჟიმმა
- +

16 თებერვალი. 2024. 23:02

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

 

 

"ალექსეი ნავალნიმ წარმოუდგენელი გამბედაობა გამოავლინა თავისი ცხოვრების განმავლობაში. იგი მამაცურად დაბრუნდა რუსეთში მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ. მან იმედი მისცა რუსეთში დემოკრატებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნის ლეგიტიმურ პოლიტიკურ და ანტიკორუფციულ საქმიანობას უპასუხა პოლიტიკურად მოტივირებული ზომებით", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

"ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ რუსეთს, უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ის ნელ-ნელა მოკლეს პუტინმა და მისმა რეჟიმმა, რომელთაც არაფრის ეშინიათ იმაზე მეტად, ვიდრე საკუთარი ხალხის განსხვავებული აზრისა. ჩვენ ყველა ძალისხმევას მივმართავთ, რომ პასუხი ვაგებინოთ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და ხელისუფლებას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაადგინოს ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებული ყველა ფაქტი. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი", - აღნიშნულია განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner