logo_geo
eng_logo
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა ბრიუსელში 20 თებერვალს გაიმართება
- +

17 თებერვალი. 2024. 00:03

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა ბრიუსელში 20 თებერვალს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

შეხვედრას, რომელიც ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება, გაუძღვება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი, ქართულ დელეგაციას კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

 

 

მთავარი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა, პოლიტიკური დიალოგი და რეფორმები, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობა, ვაჭრობა და მასთან დაკავშირებული საკითხები და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება.

 

 

დახურულ შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის წარმოამდგენლები გაცვლიან საკუთარ ხედვებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე, რეგიონულ საკითხებზე და თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner