საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით მე-60 კონფერენციაში.
კონფერენციის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე დებატების მსხვილ საერთაშორისო ფორუმს. კონფერენციის მიზანია უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების განხილვა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობენ სახელმწიფოს მეთაურები, საგარეო საქმეთა, თავდაცვის მინისტრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.