logo_geo
eng_logo
უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ შეთანხმებას
- +

17 თებერვალი. 2024. 00:07

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს საფრანგეთსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

 

 

"ჩვენი ვალდებულება უკრაინის მიმართ ურყევია. ეს არის იმ შეთანხმების აზრიც, რომელიც ჩვენ [დღეს] გავაფორმეთ", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

 

 

უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებაში საფრანგეთი იღებს ვალდებულებას 2024 წელს უკრაინას 3 მილიარდ ევრომდე დამატებითი სამხედრო დახმარება გაუწიოს.

 

 

"უკრაინის დახმარებით ჩვენ ინვესტიციას ვდებთ ჩვენს უსაფრთხოებაში. ამით ჩვენ ვიცავთ უკრაინას, მაგრამ იმასაც, რაც გვაკავშირებს, ერთი და იგივე ღირებულებების დაცვა", - დასძინა ემანუელ მაკრონმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner