რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული „უსაფრთხოების რისკების“ შესახებ აფრთხილებს.
„2 თებერვალს აფხაზეთის უზენაესის სასამართლოს მხრიდან სასჯელის შემსუბუქების შემდეგ ციხიდან გათავისუფლდა ედგარ აბუხბა, რომელმაც 2019 წელს რუსი ტურისტი ქალის წინააღმდეგ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა. ეს რეზონანსული შემთხვევა მიუთითებს დანაშაულებისა და დამნაშავეების მიმართ აფხაზური მართლმსაჯულების შემწყნარებლური დამოკიდებულების შესახებ. ეს ზრდის რისკებს მრავალრიცხოვანი უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებიც ყოველ წელს ჩადიან აფხაზურ კურორტებზე. ვალდებულები ვართ, გავაფრთხილოთ ამის შესახებ ჩვენი თანამემამულეები“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
2019 წელს სოხუმის ე.წ. სასამართლომ ედგარ აბუხბა რუსი ტურისტის გაუპატიურებაში, გარყვნილ ქმედებაში, ძარცვაში და სხეულის მძიმე დაზიანებაში დამნაშავედ ცნო და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.