საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გააფართოოს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობები, რადგან კონტინენტი შეიძლება ყოველთვის ვერ დაეყრდნოს შეერთებულ შტატებს.
მისი თქმით, ევროკავშირი ათწლეულების განმავლობაში "ძალიან ბედნიერი" იყო ვაშინგტონის მიერ უზრუნველყოფილი "უსაფრთხოების ქოლგის" ქვეშ.
„ამერიკული ქოლგა შესაძლოა მუდმივად არ იყოს ღია“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, შესაძლოა, ევროკავშირს "დასჭირდეს იყოს უფრო ავტონომიური", ვიდრე ადრე იყო.