logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ვინც ამ უღირს სისტემას ნერგავდა, დღეს მორალზე და ამორალობაზე საუბრობს!
- +

12 მარტი. 2016. 13:58



გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:


პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება ნამდვილად პირადი თავისუფლების შელახვაა და ამდენად მიუღებელი და ყველანაირად დასაგმობი, ამაზე ყველა ვთანხმდებით... ამას ბევრი გავრცობა და განმარტება არც სჭირდება... მაგრამ, უფრო დიდი უზნეობაა, როცა ისინი, ვინც ამ მუდმივ მოსმენის და თვალთვალის უღირს სისტემას გუშინ ნერგავდნენ, ქვეყანაში დღეს მორალსა და ამორალიზმზე  ქადაგებენ... ეს არის ცინიზმის, უტიფრობის და თავხედობის მწვერვალი... და როცა „რუსთავი 2" - ის მთლიანი კოლექტივი ფეხზე დამდგარი  წინ აღუდგება ტერორს", როცა ჩერგოლეიშვილი შეშფოთებული სახით მორალზე საბრობს და საზოგადოებრივ საფრთხეზე გვაფრთხლებს მეცინება, მეტირება და მეცოდება საზოგადოება, რომელსაც ამ გვარად დასცინიან!", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner