„ქართული ოცნების" წევრი თამარ ჩუგოშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს. ჩუგოშვილის განცხადებით, არავის აქვს დღეს რევოლუციის მოწყობის რესურსი, განსაკუთრებით კი აღნიშნულ პარტიას.
„რევოლუციის მოწყობის რესურსი არავის აქვს, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას". ასეთ ვითარებაში კი რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკი გაუგებარია, ყველა პოლიტიკური პარტია იხელმძღვანელებს მხოლოდ სახელმწიფოებრივი და არა ვიწროპარტიული ინტერესებით", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.