logo_geo
eng_logo
დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება
- +

17 თებერვალი. 2024. 10:13

 

 

დღეს 2024 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი, მესამე ტურის მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.

 

მატჩი თბილისში, ავჭალის სტადიონზე 16:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

 

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);

 

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

 

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner