logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვება ჰაერში ხელების ტყუილად ქნევაა
- +

17 თებერვალი. 2024. 13:47

 

 

სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვება ჰაერში ხელების ტყუილად ქნევაა. ყველა, განურჩევლად მის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობისა, ვალდებულია, კანონის წინაშე თანასწორი იყოს და სასჯელი მოიხადოს იქ, სადაც ამას კანონი ითვალისწინებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

 

იგი მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

 

„მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს მიერ მხილებულია ძალიან მძიმე დანაშაულებში. კიდევ იხილება მის მიმართ სხვა საქმეები. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით და სისხლის სამართლის კანონმდებლობით, დამნაშავე პირები ვალდებულნი არიან, სასჯელი მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში. მეტსაც გეტყვით, ის მსუბუქი რეჟიმი, რომელიც მას აქვს ოროთახიანი პალატის სახით, არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულებს. ეს ჯანმრთელობის, თითქოს, გაუარესებით იყო გამოწვეული, დღეს კი აბსოლუტურად სხვა რეალობაა. ასე რომ, ხელმოწერების შეგროვება სააკაშვილის გასათავისუფლებლად ჰაერში ხელების ტყუილად ქნევაა. ყველა, განურჩევლად მის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობისა, ვალდებულია, კანონის წინაშე თანასწორი იყოს და სასჯელი მოიხადოს იქ, სადაც ამას კანონი ითვალისწინებს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner