ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ასოციაცია „ჯადოსნური ხმები" ამა წლის 15 სექტემბერს 1700 საათზე კლუბ „ტრიუმფში" (ქ.თბილისი, ა.წერეთლის 116) ატარებს ლეგენდარული როკ-ჯგუფის „ბერმუხას" დამაარსებლის და გიტარისტის, ბაჩი ქიტიაშვილის სახელობის როკ-ფესტივალს.
მსმენელის წინაშე 10 როკ-ჯგუფი წარდგება და ისინი შეასრულებენ მხოლოდ ორ-ორი ნაწარმოების ქართულ ვარიანტს.
იდეის ავტორი და წამყვანი გახლავთ ნუგზარ კვაშალი, ჟიურის თავმჯდომარეა ასევე ცნობილი როკ-ჯგუფის „ოკეანის" გიტარისტი კაკო ვაშალომიძე.
აღნიშნული ფესტივალის ჩატარება ყოველწლიურად იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს როკ-მუსიკის პოპულარიზაციასა და ახალბედა შემსრულებლები/ბენდების წარმოჩენას.