„ლელოში“ თვითონაც ხვდებიან, რომ ის, რაც განაცხადეს პენსიებზე, საზოგადოების მოტყუების მცდელობა იყო. ახლა უბრალოდ გაიჭედნენ მათემატიკაში“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ მამუკა ხაზარაძის ლოგიკას მივყვებით, შეუძლებელი ხდება არათუ პენსიის გაზრდა, არამედ არსებული პენსიის დაფინანსება შეიძლება გახდეს პრობლემა.
„ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს და თან ვაჭრობას არ შეწყვეტს. თვითონაც ხვდებიან, რომ ის, რაც თქვეს, საზოგადოების მოტყუების მცდელობა იყო. ახლა უბრალოდ გაიჭედნენ მათემატიკაში. სანქციები რომ დავუწესოთ რუსეთს, ეს გამოიწვევს 10%-იან ეკონომიკურ ვარდნას. პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება არათუ პენსიის გაზრდა, არამედ არსებული პენსიის დაფინანსება შეიძლება გახდეს პრობლემა, თუ მივყვებით იმ ლოგიკას, რაც აქვს ბატონ ხაზარაძეს. მგონი გასაგებია, რომ ის იტყუებოდა, უბრალოდ ახლა გამოაშკარავდა მისი ტყუილი და შესაბამისად, ამ გზით თავდაცვა უწევს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.