თბილისის მერი კახა კალაძე ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას უსამძიმრებს.
„ნამდვილი ლეგენდა, თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი, სამგზის ევროპის ჩემპიონი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი გამოაკლდა ჩვენს რიგებს.
ლევან თედიაშვილი იყო მოვლენა, არა მხოლოდ ქართულ, მსოფლიო სპორტში. მან ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა.
მთელი გულით ვიზიარებ ლევან თედიაშვილის ოჯახის წევრების, ქართული სპორტული საზოგადოების, მთელი საქართველოს გულისტკივილს“, - წერს კახა კალაძე.
75 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა.