„ნიკა გვარამია ხელისუფლების პოზიციის უბრალოდ გამხმოვანებელი კი არ იყო, არამედ შემოქმედი იყო იმ ბოროტებების და დანაშაულების, რომლებსაც მაშინ სჩადიოდა სააკაშვილის ხელისუფლება“, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიას მიერ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
სუბარის თქმით, გვარამიამ უნდა მოინანიოს მის მიერ ჩადენილი შეცდომები და ასევე პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების წინაშე, როგორც დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთმა შემოქმედმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის.
"მან უნდა მოინანიოს კიდევაც, რომ საზოგადოებისთვის თვალის გასწორების უფლება ჰქონდეს და ჩვენებები უნდა მისცეს ამ ყველაფერზე სასამართლოს და სხვებთან ერთად, მანაც მოიხადოს სასჯელი, რომელიც ეკუთვნის, როგორც ამ დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთ შემოქმედს. სანამ ამ ყველაფერს არ იზამს, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის, იმიტომ რომ ისეთივე კრიმინალია, როგორც ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, სააკაშვილი და სხვები." - განაცხადა სოზარ სუბარმა "ქრონიკასთან" საუბრისას.