„მან შექმნა ქართველი ვაჟკაცი კაცის სახე, სადაც გაერთიანებული იყო თავდადება, მეგობრობა და სიმართლისათვის ბრძოლა. ლევან თედიაშვილის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
იგი ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ საზოგადოებასა და მთლიანად საქართველოს უსამძიმრებს.
„დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა, ლევან თედიაშვილმა დაგვტოვა.
ბატონი ლევანი არა მხოლოდ ლეგენდარული სპორტსმენი იყო, რომელმაც ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების 10 ფინალი მოიგო, არამედ გამორჩეული პიროვნება გახლდათ, რომლის მიმართ თაობებს განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა გააჩნდათ. მან, ასევე, დაუვიწყარი როლი შექმნა გიორგი შენგელაიას კინო-შედევრში „ხარება და გოგია“, რომელიც ქართველმა მაყურებელმა მალევე შეიყვარა. მან შექმნა ქართველი ვაჟკაცი კაცის სახე, სადაც გაერთიანებული იყო თავდადება, მეგობრობა და სიმართლისათვის ბრძოლა.
ლევან თედიაშვილის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ საზოგადოებას და მთლიანად საქართველოს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
75 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა.