კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ახალციხის ადმინისტრაციული ერთეულის მაღალმთიან სოფელ ცხავერის და გოსტიბეს მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გაიმართა.ადგილობრივებმა დასახელებული საკითხებიდან გადაწყვეტილება მათთვის პრიორიტეტულ საკითხზე მიიღეს.
შერჩეული პროექტები წლის ბოლომდე, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.