logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ვინც იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ნაწილი და თავისი წვლილი შეიტანა წამების სისტემის ჩამოყალიბებაში
- +

17 თებერვალი. 2024. 16:55

 

 

ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტების და ლიდერების აღიარებები. აღიარების სივრცე, არც არსებობს. ყველამ ყველაფერი კარგად იცის”, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

 

„ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთონ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ლიდერებმა, უნდა ჩამოსცილდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ეს არის მათი პასუხისმგებლობა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. ყველა, ვინც იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ნაწილი და თავისი წვლილი შეიტანა იმ წამების სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელიც მაშინ არსებობდა, ყველა ვალდებულია, რომ ჩამოსცილდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას, დაკავდეს თავისი კერძო ცხოვრებით, განავითაროს თავისი სხვა უნარები, რომელიც სურს, მაგრამ მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არის მიუღებელი, ვინაიდან არიან ადამიანის ღირსების შემლახველი რეჟიმის წარმომადგენლები. მათი რეინკარნაცია არის დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner