logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილმა შექმნა წამების სისტემა და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ სასჯელის ყოველი დღე მოიხადოს
- +

17 თებერვალი. 2024. 16:59

 

 

მიხეილ სააკაშვილი გახლავთ სისხლის სამართლის დამნაშავე, მან შექმნა წამების სისტემა და რეჟიმი საქართველოში და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი სასჯელის ყოველი დღე მოიხადოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის და ალექსეი ნავალნის პატიმრობას შორის პარალელს ეხებოდა.

 

„ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლების წინაშე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მორიგი ტყუილი „ვივამედის“ პალატიდან - არაერთი ექსპერტიზის პასუხის მიუხედავად, მსჯავრდებული სააკაშვილი მაინც ამტკიცებს, რომ ისიც ნავალნის მსგავსად მოწამლეს. სააკაშვილი თავს ნავალნის ადარებს და ამბობს, რომ ორივე მათგანის წინააღმდეგ პუტინის რეჟიმი იბრძოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner