logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: პარლამენტში შემოტანილი აქვთ რეზოლუციები და კანონპროექტები, რომ სანქციების ომი გამოუცხადონ რუსეთს, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს სისხლისღვრას
- +

17 თებერვალი. 2024. 17:02

 

 

„ლელოს“, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილს, არათუ ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის განზრახვები აქვს, ისინი აპირებენ პირდაპირ სანქციების ომი გამოუცხადონ რუსეთს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„ეს არა მხოლოდ სიტყვით აქვთ ნათქვამი, პარლამენტში შემოტანილი აქვთ რეზოლუციები და კანონპროექტები, რომ სანქციების ომი გამოუცხადონ რუსეთს, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ცხელ ომს რუსეთთან. შესაბამისად, გამოიწვევს სისხლისღვრას, ნგრევასა და ეკონომიკურ კოლაფსს - ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა საქართველოსთან დაკავშირებით. მათი წინასაარჩევნო დაპირებაც ეს არის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner