logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ 1000-ლარიანი პენსიის დაპირებაზე: ეს კლოუნადა თავად ოპოზიციაშიც არასერიოზულად აღიქვეს
- +

17 თებერვალი. 2024. 17:06

 

 

მგონი აქ ჩვენი ჩარევაც არ არის საჭირო - შიგნით, ოპოზიციაშიც კი დასცინა ყველამ ამ ინიციატივას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, 1000 ლარიან პენსიასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე დასმული შეკითხვის პასუხად.

 

„არითმეტიკისა და ეკონომიკის არასწორად გაგებაში ამხილეს. ეს კლოუნადა თავად ოპოზიციაშიც არასერიოზულად აღიქვეს და ვფიქრობ, დასრულდა ამით ეს დაპირება, როგორც სხვა დაპირებები დავინახეთ, რომ იყო აბსოლუტური ფარსი“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner