ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „youtube"-ზე გავრცელებულ ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის ფარულ აუდიოჩანაწერს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად, არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ. სამი დღე არ დასჭირდა სუს-ს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ ჩანაწერთან დაკავშირებით (ipress.ge), მაგრამ დაავიწყდა, დაემატებინა - „ჩავიწერე და გავავრცელე იმიტომ, რომ აჟიოტაჟი ატეხილიყო, ხალხის ყურადღება ნაცების გაფარჩაკებისგან სხვა მხარეს გადასულიყო და იქნებ ერთი-ორი ხმა კიდევ მეშონა მაგნებისთვის!" ეტა რას!
ახლა მეორე: გუშინ „რუსთავი 2", ზუსტად ისე, როგორც სეთური ავალებდა ასინეთას ჭორის გავრცელებას, ჩაარტყამდა ხოლმე, რომ „გირჩი" არის ივანიშვილის პროექტი. ეს ჩანაწერი იმ „ჩარტყმების" ნაწილია.
და მესამე: ეს ბურჭულაძე ადრე მუსორგსკის და ბიზეს დაწერილ არიებს მღეროდა, ახლა გვარამიას ოპერეტაში ცეკვავს კანკანს", - წერს გაბრიჭიძე.