„ხაზარძემ რამდენიმე დღის განმავლობაში თავისი აბსურდული განცხადებებიდან რამდენჯერმე უკან დაიხია. პირველი გახსოვთ, 1000 ლარიან პენსიას ჰპირდებოდა და ოპოზიციურმა სპექტრმაც კი მიუთითა, რომ ეს იყო სრული აბსურდი და ტყუილის ტირაჟირება. ახლა, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაწყდეს და ეკონომიკური სანქციები დაუწესდეს, ცდილობს თავი დაიძვრინოს ამ სიტუაციიდან“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, ხაზარაძე, როგორც არ უნდა ეცადოს განცხადებების გადაკეთებას, თავს ვერ დაიძვრენს, კიდევ ერთხელ ჩანს მისი პოპულიზმი და საზოგადოების მოტყუების მცდელობა.
„ხაზარაძემ რამდენიმე დღის განმავლობაში თავისი აბსურდული განცხადებებიდან რამდენჯერმე უკან დაიხია. პირველი გახსოვთ, 1000 ლარიან პენსიას ჰპირდებოდა და ოპოზიციურმა სპექტრმაც კი მიუთითა, რომ ეს იყო სრული აბსურდი და ტყუილის ტირაჟირება. ახლა, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაწყდეს და ეკონომიკური სანქციები დაუწესდეს, ცდილობს თავი დაიძვრინოს ამ სიტუაციიდან. პატარა ბავშვმაც კი იცის ძალიან კარგად, რას ნიშნავს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება. ძალიან კარგად იცის ყველამ, მათ შორის ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთთან ამ სანქციებს ამ ხნის განმავლობაში გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირველ რიგში ჩვენს მეწარმეებს დაარტყამს და მეორე, რაც მთავარია, ეს არის პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლა რუსეთთან და იმ მშვიდობიანი პოლიტიკის რისკის ქვეშ დაყენება, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერით ამ წლების განმავლობაში ახორციელებს. ამიტომ, ხაზარაძე ვერ დაიძვრენს თავს ამ განცხადებებისგან, როგორც არ უნდა ეცადოს მათ გადაკეთებას. კიდევ ერთხელ ჩანს მისი პოპულიზმი და მცდელობები, მოატყუოს საზოგადოება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.